რენის მეტროპოლიტენი
| რენის მეტროპოლიტენი | |
|---|---|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | |
| გახსნის თარიღი | 15 მარტი 2002 |
| ხაზის სიგრძე | 9,4 კმ |
| სადგურთა რაოდენობა | 15 |
| ხაზთა რაოდენობა | 1 |
| მგზავრები დღეში | 110 000 |
| მგზავრები წელიწადში | |
| ხაზების სქემა | |
რენის მეტროპოლიტენი (ფრ Métro de Rennes) — ბრეტანის დედაქალაქ რენის მეტროპოლიტენი. ლოზანის მეტროპოლის მეორე ხაზის გახსნამდე (ჩქაროსნული ტრამვაიდან მეტროდ გადაკეთდა) 2008 წლის ოქტომბრამდე 200 ათასიანი რენი მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქი იყო, რომელსაც მეტროპოლიტენი ჰქონდა.
ისტორია[რედაქტირება]
რენის მეტრო 2002 წლის 15 მარტიდან მუშაობს. მეტრო Siemens VAL ტექნოლოგიაზეა დამყარებული სრულიად ავტომატურია, მემანქანეების გარეშე. სადგურები დახურული ტიპისაა გასაწევი კარებებით. სისტემას სულ 4 ადამიანი მართავს შანტეპის დეპოში ცენტრალური სამართავი პოსტიდან. მეტროპოლიტენს 120 სათვალთვალო კამერა ემსახურება.
რენის მეტროპოლიტენს ერთი ხაზი აქვს 15 სადგურით (12 მიწისქვეშაა). ხაზი ქალაქს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით კვეთს. არსებობს რკინიგზის სადგურზე გადასაჯდომი. საესტაკადო სადგური Poterie და ვიადუკები ნორმან ფოსტერის მიერ არის დაპროექტებული.
იგეგმება მეორე ხაზის აგებაც 2010 წლიდან.
მეტროში წარწერები ბრეტონულ ენასა და გალოზეა დუბლირებული.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- დაპროექტებული მეტროხაზი 2015 წლისთვის
- Rennes page at UrbanRail.Net
- STAR, რენის სატრანსპორტო ქსელი (ფრანგულად)
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||
სტატიის