რემეზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რემეზი
Auriparus flaviceps
Auriparus flaviceps
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ქვეოჯახი: რემეზი
ლათინური სახელი
Remizinae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


რემეზი (ლათ. Remizinae) — ფრინველების ქვეოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. აერთიანებს 8 სახეობას. წვრილ-წვრილი ფრინველებია, რომელთაგან Anthoscopus-ის გვარის 6 სახეობა გავრცელებულია აფრიკაში, Auriparus-ის 1 სახეობა — ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში, Remiz-ის 1 სახეობა ევროპასა და აზიაში. საქართველოში ალაზნისპირეთში, მტკვრისპირეთში — თბილისი-რუსთავის გზის გაყოლებით და სხვა ადგილებში ბუდობს ამ ფრინველის 2 ქვესახეობა — ირანული რემეზი (Remiz pendulinus menzbieri) და კასპური რემეზი (Remiz pendulinus caspicus). მისი სხეულის სიგრძეა 11 სმ. მოქსოვილ დაკიდულ ბუდეში დებს 4-10 კვერცხს. იკვებება მწერებით, ობობებით, ბალახოვანი მცენარეების თესლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]