რევაზ ჭოხონელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რევაზ ჭოხონელიძე (დ. 1 თებერვალი, 1938, თბილისი — გ. 6 ნოემბერი, 2014) — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), საქართველოს სახალხო არტისტი (1990). ღირსების ორდენის კავალერი (1997)

1957 წლიდან იყო ქართული ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლ „სალხინოს“ მოცეკვავე (ხელმძღვანელი გ. დარახველიძე), 1965 წლიდან — რუსთავის ცეკვის ახალგაზრდა ანსამბლის მოცეკვავე–მსახიობი (ხელმძღვანელი რ. ხონელიძე, გ. დარახველიძე). 1967 წლიდან ანსამბლ „სალხინოს“ ხელმძღვანელობდა. შემდეგ ამ ანსამბლს შეუერთდა ხალხური სიმღერის შემსრულებელთა ჯგუფი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, 1971 წელს გადაკეთდა სახელმწიფო ანსამბლად და ეწოდა საქართველოს სახელმწიფო ვოკალურ–ქორეოგრაფიული ანსამბლი „რუსთავი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძე). განახლებულ ანსამბლში მან საკუთარი ინტერპრეტაციით მრავავალი ათეული ცეკვა დადგა. მათ შორის: „ფრესკა“ (საგალობლების თანხლებით), „ხორუმი“ (სიმღერით), „საქორწინო სიუიტა“, „ფშაური–ხანჯლებით“. მოღვაწეობდა როგორც მთავარი ქორეოგრაფი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში „ერისიონი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი).

მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებულია დოკუმენტური კინოფილმი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II მიერ წოდებულია საუკუნის ქორეოგრაფად. 2002 წელს, პარიზში მას „თანამედროვე ქორეოგრაფიის მეტრი“ უწოდეს.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015. — გვ. 572.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]