რეგიმანტას ადომაიტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიმანტას ადომაიტისი
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1937
შიაულიაი, ლიტვა
გარდაცვალების თარიღი 20 ივნისი, 2022 (85 წლის)
ვილნიუსი, ლიეტუვა
ეროვნება ლიტველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ,
ლიეტუვა
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი (1985)

რეგიმანტას ადომაიტისი (ლიეტ. Regimantas Adomaitis; დ. 31 იანვარი, 1937, შიაულიაი[1] [2] — გ. 20 ივნისი, 2022, ვილნიუსი) — ლიტველი და საბჭოთა თეატრის და კინოს მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1985). გდრ-ის ნაციონალური პრემიის ლაურეატი (1981). ლიტვის სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1982).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიმანტას ადომაიტისი დაიბადა 1937წლის 31 იანვარს (სხვა წყაროებით - 31 მარტს), შიაულიაიში, ლიტვის ჩრდილოეთში, ინჟინრის ოჯახში. ბავშვობა გაატარა სოფელ შიმონიაიში (პანევეჟისის მაზრა, ამჟამად პასვალისის რაიონი), ლატვიის საზღვართან. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად პასვალისში გადავიდა, სადაც ადომაიტისმა საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე დაამთავრა.[3]

1954-1959 წლებში სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. პარალელურად, 1958 წელს სწავლა დაიწყო ვილნიუსის კონსერვატორიის (ამჟამად ლიტვის მუსიკისა და თეატრის აკადემია) სამსახიობო ფაკულტეტზე. 1962 წელს მსახიობის დიპლომი აიღო. სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კაპსუკასის (ამჟამად მარიამპოლი) დრამატულ თეატრში და კაუნასის დრამატულ თეატრში. 1967 წლიდან გადავიდა ლიტვის სახელმწიფო აკადემიურ დრამის თეატრში (ამჟამად - ლიეტუვის ეროვნული დრამის თეატრი).

საკავშირო პოპულარობა ადომაიტისმა მოიპოვა ვიტაუტას ჟალაკიავიჩიუსის ფილმით „არავის უნდოდა სიკვდილი“, რომელშიც თამაშობდნენ ცნობილი ლიტველი მსახიობები დონატას ბანიონისი და იუოზას ბუდრაიტისი, ასევე ლატვიელი მსახიობი ვია არტმანე. სურათი ჟურნალ „საბჭოთა ეკრანის“ გამოკითხის შედეგებით 1966 წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს.

თავისი 56 წლიანი კინოკარიერის განმავლობაში ადომაიტისმა 79 ფილმში და სერიალში ითამაშა, რომელთა შორისაა: მწვანე ფურგონი, ამერიკული ტრაგედია, მდიდარი, ღარიბი..., მირაჟი და სხვა.

1988 წელს შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან ლიტვის სსრ-ის გაყვანის საინიციატივო ჯგუფში „საიუდისი“. 1989-1991 წლებში იყო სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს სახალხო დეპუტატი.

დაქორწინებული იყო მომღერალსა და მსახიობ ეუგენია ბაიორიტეზე. ჰყავდა სამი ვაჟი: ვიტაუტასი, გედიმინასი და მინდაუგასი.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1973 : ლიტვის სსრ-ის დამსახურებული არტისტი
  • 1979 : ლიტვის სსრ-ის სახალხო არტისტი
  • 1981 : გდრ-ის ნაციონალური პრემია
  • 1982 : ლიტვის სსრ-ის სახელმწიფო პრემია
  • 1985 : სსრკ-ის სახალხო არტისტი
  • 2000 : დამოუკიდებელი ლიტვის მედალი
  • 2014 : ლიტვის ნაციონალური პრემია კულტურისა და ხელოვნების დარგში

ფილმოგრაფია (შერჩევით)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1963 : ერთი დღის ქრონიკა — პილოტი
  • 1967 : სერგეი ლაზო — სერგეი ლაზო
  • 1968 : გრძნობები — კასპარასი
  • 1970 : მეფე ლირი — ედმონდი
  • 1971 : ქვა ქვაზე — გრაფი
  • 1972 : ეს სანატრელი სიტყვა - თავისუფლება! — ფრანცისკო „პანჩო“ ვარდესი
  • 1974 : ეშმაკის საცოლე — გირდვაინისი
  • 1977 : იულია ვრევსკაიავასილი ვერეშჩაგინი
  • 1979 : ცხოვრება მშვენიერია — გამომძიებელი
  • 1980 : დამსვენებლების ცხოვრებიდან — ალექსეი პავლიშჩევი
  • 1981 : ამერიკული ტრაგედია — ორვილ მეისონი, პროკურორი
  • 1982 : მდიდარი, ღარიბი... — თეოდორ ბოილანი
  • 1983 : მწვანე ფურგონი — ალექსანდრე ერმაკოვი, ყოფილი ადვოკატი
  • 1983 : მირაჟი — ფრენკ მორგანი
  • 1993 : განხეთქილება — გიორგი პლეხანოვი
  • 2004 : მოსკოვური საგა — რესტონი, ჟურნალისტი
  • 2018-2020 : ორჯერ არაფერი ხდება — ლიდიას ქმარი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]