რბილი ხორბალი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რბილი ხორბალი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Triticum aestivum | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
რბილი ხორბალი (Triticum aestivum) — ხორბლის ჰექსაპლოიდური სახეობა (სომატურ უჯრედში 42 ქრომოსომაა). თავთავი ფხიანი ან უფეხოა, მარცვალი — შიშველი, თეთრი, წითელი ან ყვითელი. შედარებით ზამთარგამძლე. გვალვაამტანი და ადრეულა მცენარეა, ძლიერ პლასტიკური, მოჰყავთ მიწათმოქმედების ყველა ქვეყანაში. მოიცავს 200-მდე სახესხვაობას. ცნობილია რბილი ხორბლის მრავალი საგაზაფხულო და საშემოდგომო ჯიში.
საქართველოში უმეტესად რბილი ხორბალია გავრცელებული. იგი მოიცავს უძველეს აბორიგენულ ჯიშებს — სხვადასხვა ეკოტიპის დოლის პურს, იფქლს, ხულუგოს, გომბორულას, რაჭულას და სხვა. საქართველოში გავრცელებულ ხორბლის ჯიშებს შორის ყველაზე მეტი ფართობი უკავია უფხო 1.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- სიხარულიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 316, თბ., 1984 წელი.