რამ ნარაიანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| რამ ნარაიანი | ||
|---|---|---|
ნარაიანი ინგლისში, 2007 წლის მაისი.
|
||
| ბიოგრაფია | ||
| დაიბადა | 25 დეკემბერი 1927 | |
| გარდაიცვალა | უდაიპური, მევარი, ბრიტანეთის ინდოეთი. | |
| ჟანრ(ებ)ი | ინდური კლასიკური მუსიკა | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | სარანგი | |
| აქტიური | 1944–დღემდე | |
| საიტი | ოფიც. ვებგვერდი | |
რამ ნარაიანი (ჰინ. राम नारायण; დ. 25 დეკემბერი 1927), არის ინდოელი მუსიკოსი, რომელმაც პოპულარიზება გაუკეთა ინსტრუმენტ სარანგის ინდური კლასიკური მუსიკის ჟანრის სოლო-საკონცერტო შესრულებისათვის. ის პირველი საერთაშორისო მუსიკოსი გახდა, რომელიც ამ ინსტრუმენტზე უკრავს.
დაიბადა ქალაქ უდაიპურში და ადრეულ ასაკიდანვე დაიწყო სარანგის შესწავლა. შემდგომში მუშაობდა ჯერ მასწავლებლად, 1944 წელს კი – აკომპანიატორად რადიოში. ინდოეთის დაყოფის შემდეგ, 1947 წელს, გადავიდა ქალაქ დელში, სადაც გადაწყვიტა რომ აკომპანიატორის როლი მისთვის ცოტა იყო. 1949 წელს ის გადავიდა მუმბაიში ინდურ კინოში სამუშაოდ.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: