დემოკრატიჩნა უკრაინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რადიანსკა უკრაინა)

„დემოკრატიჩნა უკრაინა“ (უკრ. Демократична Україна — „დემოკრატიული უკრაინა“; 1991 წლიდან დღემდე), ყოფილი „რადიანსკა უკრაინა“ (უკრ. Радянська Україна — „საბჭოთა უკრაინა“; 1943-1991), ყოფილი „კომუნისტი“ (Комунист; 1918-1943) — უკრაინული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზეთი დაარსდა 1918 წლის ივნისში „კომუნისტი“ სახელწოდებით როგორც რუსულენოვანი გაზეთი და წარმოადგენდა უკრაინის კპ(ბ) ცკ-სა და ხარკოვის გუბკომის ორგანო. 1926 წლის 16 ივნისიდან გაზეთი „კომუნისტი“ გახდა უკრაინულენოვანი. 1941 წლის 15 მაისიდან გაზეთი „კომუნისტი“ ასევე გახდა უკრაინის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს ორგანო. 1943 წლის 1 თებერვლიდან გაზეთი გამოდიოდა „რადიანსკა უკრაინა“-ს სახელწოდებით. 1991 წლის 24 აგვისტოდან გაზეთი გამოდის „დემოკრატიჩნა უკრაინა“-ს სახელით.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]