ჟიულ ანრი პუანკარე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Henri Poincaré-2.jpg

ჟიულ ანრი პუანკარე (ფრანგ. Jules Henri Poincaré; დ. 29 აპრილი, 1854, ნანსი, საფრანგეთი — გ. 17 ივლისი, 1912, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, ინჟინერი და ფილოსოფოსი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1887), საფრანგეთის აკადემიის წევრი (1908) და გარდა ამისა მსოიფლიოს 30 სხვადასხვა ქვეყნის აკადემიის წევრი, მათ შორის პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საგარეო წევრ-კორესპონდენტი (1895).

ისტორიკოსები ანრი პუანკარეს მიაკუთვნებენ ყველა დროის უდიდეს მათემატიკოსთა რიცხვს. ის ითვლება უკანასკნელ უნიივერსალურ მათემატიკოსად, მეცნიერად.მას შეეძლო თავისი დროის ყველა მათემატიკური შედეგების განსაზღვრა. მის კალამს მიკუთვნება 500-ზე მეტი სტატია და წიგნი. არ იქნება გაზვიადებული იმის თქმა, რომ მას შეეძლო თანამედროვე მათემატიკის გამდიდრება," სუფთა "ან" გამოყენებითი ", უნიკალური მეთოდებითა და შედეგებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]