პუანტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პუანტი (ფრანგ. Pointes - წვერი, წვეტი), პუანტებზე ცეკვა, ცეკვა ფეხის წვერებზე (ფეხის დაჭიმული ზურგით). პუანტი ქალთა კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. მის შესასრულებლად საჭიროა განსაკუთრებული მაგარცხვირიანი ფეხსაცმელი. გავრცელებული რომანტიულ ბალეტში, როგორც მხატვრული გამომსახველობის ხერხი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 225, თბ., 1984 წელი.