პროკარიოტები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პროკარიოტის ტიპური უჯრედის აგებულება

პროკარიოტები, პროტოკარიოტები (ლათ. Procaryota; ძვ. ბერძნ. προ „წინ“ და κάρυον „ბირთვი“) — საერთო სახელწოდება ერთუჯრედიანი ორგანიზმებისა, რომელთაც არა აქვთ ნამდვილი ბირთვი და ქრომოსომებად ჩამოყალიბებული მემკვიდრული აპარატი. მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემისა და რეალიზაციის მატერიალური სუბსტრატი პროკარიოტებშიც დეზოქსირიბონუკლეინის მჟავაა (დნმ), ოღონდ ქრომოსომებად არ არის ორგანიზებული და უჯრედის ცენტრში რგოლისებრ სტრუქტურას ქმნის, რომელსაც საკუთარი მემბრანა არა აქვს და ნუკლეოიდს უწოდებენ. პროკარიოტებს არც მიტოქონდრიები აქვთ, არც რთული შოლტები და სხვა. თანამედროვე კლასიფიკაციით პროკარიოტები განიხილება საუფლოს ან ქვესაუფლოს რანგის ჯგუფად, რომელიც მოიცავს ბაქტერიებს, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს, რიკეტსიებს, მიკოპლაზმებს და სხვა.[1]

  • ბაქტერიები — ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმებია, პროკარიოტი, რომელსაც მემბრანით შემოსაზღვრული ბირთვი არ გააჩნია. ყველა მათგანს (გარდა მიკოპლაზმებისა) აქვს უჯრედის კედელი;[2]
  • ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები — ერთუჯრედიანი, კოლონიური და მრავალუჯრედიანი (ძაფნაირი), უმეტესად მიკროსკოპული ფორმებია; გაერთიანებულია დაახლოებით 2500 სახეობა.[3]

პროკარიოტები უძველესი ცოცხალი არსებებია, რომლებიც სამი მილიარდი წელია დედამიწაზე ბინადრობენ. მცირე ზომის გამო მათი შესწავლა მხოლოდ მიკროსკოპით არის შესაძლებელი. ეუკარიოტებისაგან განსხვავებით პროკარიოტების უჯრედებში არ არის მთელი რიგი ორგანოიდები: მიტოქონდრიები, ენდოპლაზმური ბადე, გოლჯის აპარატი და ა.შ.[4]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]