მიტოქონდრიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიტოქონდრიები ევკარიოტულ უჯრედთა ციტოპლაზმაში არსებული ავტონომიური ორგანელებია. ყოველ მათგანს ზოგადი სტრუქტურული თავისებურება აქვს (მატრიქსი, შიდა და გარე მემბრანული სისტემა). მიტოქონდრიებში ხორციელდება აერობული ჟანგვითი პროცესი. ამ დროს ენერგია გარდაიქმნება რეზერვულ მაკროერგულ ნივთიერებათა ენერგიად – ადენოზინტრიფოსფატად (ატფ), რომელიც გროვდება მიტოქონდრიის შიდა მემბრანაზე. ნახშირწყლები, ამინომჟავები და ცხიმები ექვემდებარებიან დაშლას აერობული ჟანგვითი პროცესის შედეგად, რომელიც მიტოქონდრიებში ხორციელდება.

მიტოქონდრიების რაოდენობა და ზომა განსხვავებულია სახეობის, ქსოვილებისა და უჯრედების სპეციფიკიდან გამომდინარე.