პრატერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვენის პრატერი

ვენის პრატერი ან უბრალოდ პრატერი (გერმ. Wiener Prater) ვრცელი საჯარო პარკია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ლეოპოლდშტადტის რაიონში. დღემდე ძირითადად მოიცავს მდინარისპირა ტყის ლანდშაფტებს.

პრატერი დოკუმენტურად პირველად 1162 წელს დასტურდება, სიტყვა პრატერი კი მის აღსანიშნავად 1403 წლიდან გამოიყენება. პარკის ტერიტორიაზე ბევრ მფლობელს ეკუთვნოდა მიწები, ასევე იყო მონასტრებიც. 1560 წლიდან მოყოლებული მთავარი ჰერცოგი მაქსიმილიანი (1564 წლიდან იმპერატორი) წარმატებულად ცდილობდა შეეძინა ეს კერძო საკუთრებები და პრატერის ტერიტორიაზე შემოღობილი სანადირო ადგილი შეექმნა. პრატერში ნადირობა 1920 წლამდე იყო დაშვებული.

თავდაპირველად პრატერი მხოლოდ დუნაის ერთ-ერთ პატარა კუნძულს ერქვა; საუკუნეთა განმავლობაში სიტყვის მნიშვნელობა გაფართოვდა და მიმდებარე მდინარის ნაპირებსაც ეწოდა. ეტიმოლოგიურად სიტყვა „პრატერი“ სავარაუდოდ უკავშირდება ლათინურ სიტყვას pratum, ან prato, რაც მდინარის სანაპიროს ნიშნავს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Georg Wacks: Die Budapester Orpheumgesellschaft. Ein Varieté in Wien 1889-1919. Vorwort von Gerhard Bronner. Verlag Holzhausen, Wien 2002, ISBN 3-85493-054-2.
  • Christian Dewald, Werner Michael Schwarz (Hrsg.): Prater, Kino, Welt. Der Wiener Prater und die Geschichte des Kinos. Filmarchiv Austria, Wien 2005, ISBN 3-901932-70-4.
  • Hermann Prossinagg, Gottfried Haubenberger: Kaiserliche Jagdreviere in den Donau-Auen. Ein jagdgeschichtlicher Rückblick. Österreichischer Jagd- und Fischerei-Verlag, Wien 2007, ISBN 978-3-85208-063-5.
  • Kurt Zukrigl: Die Waldvegetation im ehemaligen Augebiet des Wiener Praters. In: Forstarchiv 66, 1995, ISSN 0300-4112, გვ. 175-182.
  • Wiener Prater. In: Arbeiter-Zeitung. Beilage 1. Wien 17. April 1981, გვ. 1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: პრატერი