პორტალი:ძველი რომი/რჩეული სტატია/8

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომაელთა ომი ეტრუსკებთან იყო რომის რესპუბლიკის მიერ იტალიაში ჰეგემონიის მისაღწევად ჩატარებული ომების სერიათაგან ერთ-ერთი უკანასკნელი. ამ ომის შედეგად რომაელებმა სრულიად დაიმორჩილეს ჩრდილოეთი იტალია ციზალპიურ გალიამდე.

ეტრუსკებთან ომი ძვ. წ. 312 წელს დაიწყო. ამ პერიოდში რომი მეორე სამნიტურ ომში იყო ჩართული. ეტრუსკებთან ომისთვის დაინიშნა დიქტატორი გაიუს სილპიციუს ლონგუსი, რომელმაც ჯარი შეკრიბა, თუმცა გალაშქრებისგან თავი შეიკავა. ეტრუსკთა ტაქტიკაც ზუსტად იგივე იყო — ომისთვის მოემზადნენ, მაგრამ თავდასხმისგან თავს იკავებდნენ. წელმა ისე ჩაიარა რომ საბრძოლო მოქმედებები არ დაწყებულა. (…სრულად)