პორტალი:რუსეთი/ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის სიმონის ძე იაკობი
ბორის სიმონის ძე იაკობი

ბორის სიმონის ძე [მორიც გერმან ფონ] იაკობი (Бори́с Семёнович [Мориц Герман фон] Я́коби) (1801-1874), რუსი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1847-იდან). 1823 დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. მუშაობდა ელექტრომაგნეტიზმისა და მისი პრაქტიკული გამოყენების პრობლემებზე. 1838 მსოფლიოში პირველმა ელექტროძრავა გამოიყენა გემის ასამოძრავებლად. ე. ლენცთან ერთად საფუძვლიანად გამოიკვლია ელექტრომაგნიტები. 1838 გამოიგონა გალვანოპლასტიკა და ბევრი რამ გააკეთა მის დასანერგად სასტამბო და სამონეტო საქმეში, აგრეთვე სამხატვრო ნაკეთობათა წარმოებაში. 1840-1850 წლებში შეიმუშავა 10-ზე მეტი სახეობის ტელეგრაფის აპარატის კონსტრუცია. გამოიგონა ელექტრულ წრედში დენის ძალის მარეგულირებელი ხელსაწყო (აგომეტრი); მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს სამხედრო ელექტროტექნიკაში, მეტროლოგიაში. (...სრულად)