პორტალი:ინტერნეტი/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბლოგი წარმოადგენს ჩვეულებრივ ერთი ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად.

ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე (photoblog), ვიდეო მასალაზე (vlog), მუსიკაზე (MP3 blog), აუდიო მასალაზე (podcasting). მიკრო-ბლოგი ბლოგის განსხვავებული ფორმაა, რომელიც შედგება ძალიან მოკლე ჩანაწერებისგან. 2007 წლის დეკემბრისთვის, ბლოგების ძიების სისტემა Technorati ითვლიდა 112 მილიონ ბლოგს. (სრულად...)