პორტალი:ბიოლოგია/რჩეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადრენალინი
ადრენალინი

ჰორმონებიმოლეკულები, რომელთაც უჯრედებს შორის ინფორმაცია გადააქვთ. ყველა მრავალუჯრედანი ორგანიზმი წარმოქმნის ჰორმონებს მისი უჯრედების მოქმედების კოორდინირებისათვის. განსხვავებით ნერვებისგან, რომელთაც ინფორმაცია სუსტი ელექტრული მუხტების მეშვეობით გადააქვთ, ჰორმონები ორგანიზმის უჯრედებს შორის ინფორმაციის გადაცემის ქიმიური საშუალებაა.

ყველაზე მეტად ცნობილია ჰორმონები, რომლებიც ხერხემლიანი ცხოველების ენდოკრინულ ჯირკვლებში გამომუშავდება, თუმცა სინამდვილეში ჰორმონებს ცხოველთა სხეულის პრაქტიკულად ყოველი ქსოვილი და ორგანოთა სისტემა გამოიმუშავებს. ხშირ შემთხვევაში ჰორმონის მოლეკულების გადაადგილება სისხლის საშუალებით ხდება. ასეთ ჰორმონებს ენდოჰორმონები ეწოდება. არსებობს აგრეთვე ექტოჰორმონები, ანუ ჰორმონები, რომელიც უჯრედშორის სითხეში გამოიყოფა და სამიზნე უჯრედებს ჩვეულებრივი დიფუზიის საშუალებით აღწევს. (...სრულად)