პორტალი:აშშ/ბიოგრაფია/4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლ ჯექსონ პოლოკი (Paul Jackson Pollock; დ. 28 იანვარი, 1912 – გ. 11 აგვისტო, 1956) გავლენიანი ამერიკელი ხელოვანი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი თანადამაარსებელი. სიცოცხლეშივე მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება და ერთი პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე მოდურ მხატვრად იქცა, თუმცა კონფლიქტური ხასიათისა და მწვავე ალკოჰოლიზმის გამო განმარტოებით ცხოვრობდა. 1945 წელს მან მხატვარ ლი კრასნერზე იქორწინა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე და მემკვიდრეობაზე. პოლოკმა განავითარა, როგორც თავად უწოდებდა, იატაკზე დაფენილ ტილოზე ხატვის “დაწვეთების” ან “დასხმის” ტექნიკა. ამით მან შეცვალა ფუნჯისა და პალიტრის გამოყენების დასავლური ტრადიცია და ასევე მხოლოდ ხელისა ან მაჯის გამოყენებიდან მთელი სხეულით ხატვაზე გადავიდა. ხატვის ასეთი სტილის გამო მას მეტსახელად “მჟონავი ჯეკი” შეარქვეს.

პოლოკი 44 წლის ასაკში ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მართვის გამო მომხდარ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 1956 წლის დეკემბერში მისი მემორიალური რეტროსპექციული გამოფენა გაიმართა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რომელიც უფრო დიდი მასშტაბით განმეორდა 1967 წელს. 1998 და 1999 წლებში მასშტაბური რეტროსპექციული გამოფენები გაიმართა მომასა და ტეიტში, ლონდონი. 2000 წელს ედ ჰარისის მიერ პოლოკზე გადაღებული ბიოგრაფიული კინოფილმი ამერიკის კინოაკადემიის ოსკარით დაჯილდოვდა. (…სრულად)