პორტალი:აფხაზეთი/რჩეული პიროვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟიული შარტავა (1944-1993), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1993). დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმის დაცემის დღეს. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წ. ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. 2004 წ., სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით. (...სრულად)