პორტალი:არქიტექტურა/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რედ. რჩეული სტატია
ჯონ ჰენკოკის ცენტრი.
ჯონ ჰენკოკის ცენტრი.

ჯონ ჰენკოკის ცენტრი (John Hancock Center) მდებარეობს მიჩიგანის ავენიუზე, ჩიკაგოში, ილინოისი. 100-სართულიანი 344 მ სიმაღლის ცათამბჯენის პროექტი ინჟინერ-კონსტრუქტორ ფაზლურ ხანს ეკუთვნის კომპანიიდან „სკიდმორ, ოუინგს ენდ მერილ“ (SOM). დასრულების ჟამს, 1969 წელს, ის იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკის საზღვრებს გარეთ. ამჟამად ჰენკოკის ცენტრი სიმაღლით ჩიკაგოში მესამე და აშშ-ში კი მეოთხე ცათამბჯენია, სირს ტაუერის, ეონ ცენტრისა და ემპაირ სტეიტ ბილდინგის შემდეგ.

ცათამბჯენის გამორჩეული X-ფორმის ჯვარედინი ლითონის კარკასის ფასადი ფაქტობრივად მინიშნებაა იმაზე, რომ სტრუქტურის ”კანი” სინამდვილეში მისი მილისებური სისტემის ნაწილია. ეს იდეა შენობის პროგრესული ჩანაფიქრის კონცეფციის ნაწილია, რითაც შესაძლებელი გახდა რეკორდული სიმაღლის მიღწევა (მილისებური სისტემა შენობის ჩონჩხია, რომელიც მას ხელს უწყობს ქარებისა და მიწისძვრების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში). ეს ასევე საშუალებას იძლევა შენობის შიგა ფართი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოთავისუფლდეს არქიტექტორის ნებასურვილის შესაბამისად. სხვა მრავალ ნიშანთვისებასთან ერთად ექსტერიერის ფორმის ამგვარმა გადაწყვეტამ ჯონ ჰენკოკის ცენტრს არქიტექტურული შედევრის რეპუტაცია მიანიჭა.