პოლონური წითელი ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მსხვილი რქოსანი საქონლის პოლონური წითელი ჯიში — სარძეო მიმართულების ჯიში. გამოყვანილია XIX საუკუნის ბოლოს–XX საუკუნის დასაწყისში ადგილობრივი საქონლის გადარჩევის გზით და ჩართვითი შეჯვარების საშუალებით დანიურ და ჩრდილოფრისლანდიურ წითელი ჯიშების კუროებთან. ფერად სხვადასხვა ელფერის წითელია, ხშირად თეთრი ნიშნები აქვს მუცელზე. კუროს მასა სანაშენო ფერმებში — 620–700 კგ, ფურისა — 350–450 კგ. მონაწველი — 3000–3500 კგ რძე წელიწადში, უდიდესი 6000 კგ-მდე. რძის ცხიმიანობაა 3,8–3,9%. ნაკლავის გამოსავალი — 48–51%. ჯიში მოშენებულია უმთავრესად პოლონეთში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]