პოლარული წრე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედამიწის რუკაზე არსებული პოლარული წრეები

პოლარული წრე — დედამიწის ზედაპირზე არსებული წარმოსახვითი ხაზი; დედამიწის პარარელი, რომელიც ეკვატორიდან დაშორებულია 66°33'-ით (დედამიწის ღერძის კუთხის დახრა ეკლიპტიკის სიბრტყისადმი). პოლარული წრე არის დედამიწის როგორც ჩრდილოეთ ისე სამხრეთ ნახევარსფეროებში. დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განლაგებულ პოლარულ წრეს უწოდებენ ჩრდილოეთ პოლარულ წრეს, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში — სამხრეთ პოლარულ წრეს. ზაფხულის ნაბუნიაობის დღეს (21 ან 22 ივნისი) ჩრდილოეთ პოლარულ წრის ჩრდილოეთით მზე არ ჩადის, ხოლო ზამთრის ნაბუნიაობის დღეს (21 ან 22 დეკემბერი) — არ ამოდის. პოლარული წრე ითვლება ცივი კლიმატური სარტყლის საზღვრად. დედამიწის პოლარული წრეები განლაგებულია ± 66°33′44″-ის განედზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]