პოკროვსკოეს ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოკროვსკოეს ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

ძველი ეკლესიის ხედი

პოკროვსკოეს ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
პოკროვსკოეს ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა პოკროვსკოე
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კონსტანტინ ტონი
თარიღდება 1879-1892
დეტალები
მასალა ქვა
გარე სურათები
ეკლესიის თანამედროვე სახე

პოკროვსკოეს ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი ნეკლინოვის რაიონის სოფელ პკროვსკოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1879-1892 წლწბში[1].

ეკლესიის მისამართი:346830, რუსეთი, როსტოვის ოლქი, ნეკლინოვის რაიონი, სოფელი პოკროვსკოე, ფრუნზეს ქუჩა № 86.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე მიუსზე, ტაგანროგის ახლოს 1769 წელს ზაპოროჟიელმა კაზაკებმა და სახაზინო გლეხებმა დააარსეს სამი სლობოდა — ქვემო (ნიკოლაევკა), შუა (ტროიცკოე) და ზემო (პოკროვსკოე)[2].

1782 წელს ზემო სლობოდაში ააგეს ხის ეკლესია, რომელიც აკურთხეს ღვთისმშობლის კვართის დღესასწულის დღეს მისსავე სახელზე, ამის შემდეგ ამ სოფელს ეწოდა პოკროვსკოე (რუს. Покров - კვართი). ხის ეკლესია იდგა XX საუკუნის დასაწყისამდე. ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1879 წელს[2]. ეკლესია ააგეს ხელოვნურად მოსწორებულ ბორცვზე, სოფელ პოკროვსკოეს ცენტრში. მისი ვერანდა გადაჰყურებდა მდინარე მიუსის ხეობას. ეკლესია აკურთხეს 1892 წელს.

ეკლესია ააგეს არქიტექტორ კონსტანტინე ტონის პროექტის მიხედვით[2]. ნაგებობას გააჩნია სამი საკურთხეველი, შემოღობილია რკინის ღობით.

1930-იან წლებში ეკლესია დახურეს, მის შენობაში კი 1936 წელს განათავსეს კლუბი. დიდი სამამულო ომის წლებში შენობას დაეცა ბომბი და დაინგრა. გადარჩენილ ფუნდამენტზე ომის შემდეგ ააგეს ორსართულიანი შენობა, სადაც განთავსდა პარტიის რაიონული კომიტეტი. ჯერ კიდევ 1944 წელს სოფელ პოკროვსკოეში აღსდგა ღვთისმსახურება, მაგრამ ახლა უკვე სხვა ადგილზე, ფრუნზეს ქუჩაზე მდებარე სახლში, რომელიც ხელისუფლებამ გადასცა მრევლს ეკლესიის განსათავსებლად. ყოფილი ეკლესიის შენობის ადგილზე განთავსდა რაიონის კომკავშირი, შემდეგ - პიონერთა სახლი, ხოლო ბოლოს კლასგარეშე საქმიანობის ცენტრი[2].

1989 წელს სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა ახალი ეკლესიის შექმნაზე, ან ახალ ან ძველ ადგილზე. ახალი ეკლესიის ასაშენებლად რაიონის ადმინისტრაციამ მხოლოდ 1999 წელს გადასცა შენობა. 2001 წლის მაისში ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს გენადი ჟურკინი და ამავე წელს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსის პანტელეიმონის კურთხევით დაიწყეს შენობის რეკონსტრუქცია. 2003 წლის გაზაფხულზე ეკლესიაში დაიწყო ღვთისმსახურება. 2004 წელს სოფლის მოსხლეობის შემოწირულობებით ააშენეს ახალი სამრეკლო, რომელზეც დაკიდეს შვიდი ზარი, მათ შორის ყველაზე დიდი იყო 400 კგ. ამავე წლიდან ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა. 2007 წელს შესასვლელის თავზე დააშენეს სამრეკლო, ხოლო 2009 წელს დაიწყეს გუმბათის დადგმა, რომელიც დაასრულეს 2011 წელს. 2012-2013 წლებბის განმავლობაში დასრულდა ყველანაირი სამუშაო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]