პლუში
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პლუში (გერმ. Plüsch) — ხაოიანი ქსოვილი; ამზადებენ ხავერდის ანალოგიურად. ხავერდივით ხშირი ხაო არა აქვს. ხაოს სახეობის მიხედვით პლუში ორგვარია: გაჭრილ- და გაუჭრელხაოიანი, ხოლო გამომუშავებისა და მოპირკეთების მიხედვით — გლუვი ან სახიანი, ნატვიფრი და სხვა. პლუშს იყენებენ ტანსაცმლის შესაკერად, ავეჯის გადასაკრავად და სხვა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 112, თბ., 1984 წელი.