პიტერ მერფი
პიტერ მერფი | |
---|---|
პიტერ მერფი სან-ფრანცისკოში 1987 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 11 ივლისი, 1957 |
დაბ. ადგილი | ნორთამპტონი, ნორთამპტონშირი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | პოსტ-პანკი, გოთიკური როკი, ალტერნატიული როკი |
აქტიური | 1978-დღემდე |
საიტი | petermurphy.info |
პიტერ მერფი ვიკისაწყობში |
პიტერ ჯონ ჯოზეფ მერფი (დ. 11 ივლისი, 1957) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი. იყო გოთიკური როკ-ჯგუფი Bauhaus-ის ვოკალისტი. 1980-იანი წლებიდან ეწევა სოლო კარიერას. ხშირად მას „გოთიკის ნათლიას“ უწოდებენ.[1]
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Bauhaus[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Bauhaus-ში მერფი გიტარისტმა დენიელ ეშმა მიიწვია, რომელიც მისი სკოლის მეგობარი იყო.[2] ბენდმა დიდი გავლენა მოახდინა გოთიკური როკის ჩამოყალიბებაზე და ხშირად ამ ჟანრის დამფუძნებლადაც მიიჩნევა.[3]
1983 წელს Bauhaus გამოჩნდა ფილმის „შიმშილი“ გამხსნელ სცენაში, სადაც მათ ბენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა „Bela Lugosi's Dead“ შეასრულეს. სცენის ძირითადი ნაწილის მანძილზე კამერა მერფიზეა ფოკუსირებული, შემდეგ კი თანდათან დეივიდ ბოუისა და კატრინ დენევის პერსონაჟებზე გადადის.
1983 წელს დაშლის შემდეგ Bauhaus 1998 წელს, 2005-2008 წლებში და 2019 წელს გაერთიანდა.
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Should the World Fail to Fall Apart (1986)
- Love Hysteria (1988)
- Deep (1989)
- Holy Smoke (1992)
- Cascade (1995)
- Dust (2002)
- Unshattered (2004)
- Ninth (2011)
- Lion (2014)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Shirley, Ian (1994). Dark Entries: Bauhaus and Beyond. SAF. ISBN 0-946719-13-6.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Gourlay, Dom (September 25, 2011). „"I'm relevant, but Bauhaus aren't": DiS meets Peter Murphy“. DrownedInSound (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 24, 2018. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Shirley 1994, p. 18.
- ↑ „Bauhaus invent goth“. the Guardian (ინგლისური). 13 ივნისი, 2011. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)