პილპილის სოუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პილპილის სოუსი

Steak au poivre პილპილის სოუსთან ერთად.
ტიპი კრემისებრი
რიგითობა ნებისმიერი
წარმოშობის ადგილი საფრანგეთი
მთავარი
ინგრედიენტები
პილპილის მარცვლები და ნაღები (ცხიმიანობა 36-38%)
ძირითადი
შემადგენლობა
კარაქი, ღვინო, შალოტი, ბრენდი, კონიაკი და დამატებითი სანელებლები.
ვარიაციები ზოგჯერ შეიძლება შეიცავდეს ლიქიორს.

პილპილის სოუსი (ფრანგ. Sauce au poivre) — კრემისებრი კულინარიული სოუსი, რომელიც მზადდება პილპილის მარცვლებით, ნაღების რედუქციის გზით.[1] მის მომზადებაში შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის პილპილი, როგორიცაა შავი, მწვანე,[2] ვარდისფერი[3] და სხვა. პილპილის სოუსს ხშირად მიირთმევენ საქონლის ხორცის სტეიკებთან[4], როგორებიცაა ფილე მინიონი[1][5] და სუკის სხვა ნაჭრები,[6] ცხვრის,[4][7] ქათმის[8] და თევზის[2][3] (თინუსით ან ორაგულით მომზადებული) კერძებთან.

საქონლის სტეიკი 5 სახის წიწაკის მარცვლებით მომზადებულ პილპილის სოუსთან ერთად.

საწებლის ზოგიერთი ვარიანტის მომზადებისას დროს იყენებენ რამდენიმე სახის წიწაკის მარცვლებს,[6] ზოგიერთში კი გამოყენებულია ინგრედიენტები პილპილის მსგავსი არომატით, მაგრამ ისინი არ არის კლასიფიცირებული, როგორც პილპილის მარცვლები, მაგალითად სანშო.[1] პილპილის სოუსს იყენებენ ფრანგულ ბისტროებსა და რესტორნებში.[1] პილპილის სოუსი გამოიყენება სტეიკ ო პუავრის (ფრანგ. steak au poivre) ზოგიერთი ვერსიის მომზადების დროსაც.[1]

ინგრედიენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი ინგრედიენტები, როგორც წესი, პილპილის მარცვლები და ნაღებია (36-38%) . დამატებით ინგრედიენტებს შეიძლება წარმოადგენდეს კარაქი, ღვინო, ბრენდი, როგორიცაა კონიაკი, შალოტი, ნიორი და დამატებითი სანელებლები, როგორიცაა დაფნის ფოთოლი, ანისის ვარსკვლავი, ტარხუნა და მარილი.[1][2][3][6] ზოგიერთი ვერსია შეიძლება შეიცავდეს ლიქიორს, როგორიცაა ვისკი.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 (2011) Cooking Without Borders. Abrams. ISBN 978-1613121825. 
  2. 2.0 2.1 2.2 (2007) The Texas Hill Country Cookbook: A Taste of Provence. Globe Pequot, გვ. 68. ISBN 978-0762743759. ციტირების თარიღი: 4 September 2014. [მკვდარი ბმული]
  3. 3.0 3.1 3.2 Henderson, Helene (2005). The Swedish Table. U of Minnesota Press, გვ. 64. ISBN 978-1452907277. 
  4. 4.0 4.1 Erskine, Gizzi (2012). My Kitchen Table: 100 Foolproof Suppers. Random House. ISBN 978-0753548035. 
  5. Keys, Daniel J.; Schwartz, Barry (June 2007). „"Leaky" Rationality: How Research on Behavioral Decision Making Challenges Normative Standards of Rationality“. Perspectives on Psychological Science. 2 (2): 162–180. CiteSeerX 10.1.1.581.7908. doi:10.1111/j.1745-6916.2007.00035.x. PMID 26151958. Quote: „…there’s homemade pasta with a Bolognese sauce and filet mignon with a peppercorn sauce“
  6. 6.0 6.1 6.2 Baird, Elizabeth (contributor) (2012). Best Recipes of the Maritime Provinces. James Lorimer & Company, გვ. 60. ISBN 978-1459501300. 
  7. (2011) Talk with Your Mouth Full: The Hearty Boys Cookbook. Agate Publishing, გვ. 96. ISBN 978-1572846821. 
  8. Leisure Arts (2009). Family Living: Our Favorite Family Feasts. Leisure Arts, გვ. 18. ISBN 978-1601408006. 
  9. Berg, Ron (1997). The Gunflint Lodge Cookbook. U of Minnesota Press, გვ. 60. ISBN 978-1452903149.