პიერ გრენგორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიერ გრენგუარი, პიერ გრენგორი (დ. დაახ. 1475 — გ. 1538) იყო ფრანგი პოეტი და დრამატურგი. დაიბადა ნორმანდიაში, ტურ-არკურში. თუმცა დანამდვილებით ცნობილი არ არის მისი დაბადების ადგილისა და თარიღის შესახებ. მისი პირველი ნაშრომი არის ალეგორიული პოემა „შრომის ციხესიმაგრე„ (Le Chasteau de Labour) (1499 წელი).

1506 წლიდან 1512 წლამდე იგი იყო თეატრალური დასის, „უზრუნველი ბავშვები“, ხელმძღვანელი და დრამატურგი პარიზში. გრენგუარი ცნობილია თავისი სატირული ხასიათის ნაშრომებით. ამ პერიოდში მან დაწერა ცნობილი კომედია („Confrérie des Enfants Sans Souci or Sots“). პარიზში ყოფნის დროს იგი გახდა მეფე ლუი XII-ის კარის პოეტი, სადაც იგი თავის წარმოდგენებში ამასხარავებდა რომის პაპს. დაძაბული პერიოდი რომსა და საფრანგეთს შორის დასრულდა იტალიური ომებითა და კათოლიკური ლიგის შექმნით 1511 წელს. ამ პერიოდში გრენგუარმა დაწერა რამდენიმე ნაწარმოები („La Chasse du cerf des cerfs“ (1510) და ტრილოგია „Le Jeu du Prince des Sots et Mère Sotte“ ), სადაც დამნაშავედ გამოიყვანა რომის პაპი იულიუს II.

პარიზში ყოფნის დროსვე მან დაწერა საიდუმმლოდ პიესა საფრანგეთის მეფე ლუი IX-ზე („Vie Monseigneur Sainct Loys par personnaiges“) 1514 წელს პარიზელი ხუროებისა და კალატოზებისთვის. ზოგიერთი მკვლევარი ამ ნაწარმოებს გრენგუარის შედევრად მიიჩნევს.

მას შემდეგ რაც სამეფო ტახტზე ავა ფრანსუა I გრენგუარი ვეღარ სარგებლობს შემოქმედებითი თავისუფლებით. იგი 1518 წელს გადავა ლოთარინგიაში, სადაც დაქორწინდება კატერინა როგეზე.

მიუხედავად იმისა, რომ გრენგუარი თავის ნაწარმოებებში კილავდა პაპის ხელისუფლებას, იგი ღვთისმოშიში კათოლიკე იყო. თავის ერთ-ერთ გვიანდელ ნაწარმოებებში („Blazon des hérétiques“, 1524 წელს) იგი გამოდის ერეტიკოსებისა და პროტესტანტების წინააღმდეგ. გრენგუარს მიიჩნევენ ფრანგული პოლიტიკური კომედიის ფუძემდებლად

გამოძახილი პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება]

  • გრენგუარი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად გვევლინება ვიქტორ ჰიუგოს რომანში „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ (1831).
  • იგი არის აგრეთვე მთავარი პერსონაჟი თეოდორ დე ბანვილის დრამაში „გრენგუარი“ (1866).
  • ფრანგულ-კანადურ მიუზიკლში „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ გრენგუარი არის ასევე მთავარიპერსონაჟი