პიდნის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიდნის ბრძოლის გეგმა

პიდნის ბრძოლა — ბრძოლა მაკედონელებსა და რომაელებს შორის. გაიმართა ძვ. წ. 168 წლის ივნისში ქ. პიდნასთან, მაკედონიაში. რომაელებმა კონსულ ლუციუს ემილიუს პაულიუსის სარდლობით გაანადგურეს მაკედონელთა ჯარი, რომელსაც მეფე პერსევსი მეთაურობდა. მაკედონელთა ნაკლებად მოძრავ ფალანგას რომაელებმა ლეგიონთა წყობის რთული ტაქტიკა დაუპირისპირეს. პიდნის ბრძოლის შემდეგ მაკედონია სავსებით დაემორჩილა რომს.

ლიტერატურა[რედაქტირება]