პერონოსპორასნაირი სოკოები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პერონოსპორასნაირი სოკოები | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Peronosporales | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
პერონოსპორასნაირი სოკოები (Peronosporales), სოკოების რიგი ოომიცეტების კლასის. იყოფა 3 ოჯახად: პითიუმისებრნი, პერონოსპორასებრნი, ცისტოპუსისებრნი. ახასიათებთ ერთუჯრედიანი მიცელიუმი. არიან როგორც საპროფიტები, ისე პარაზიტები. უსქესო გამრავლება ზოოსპორანგიუმით ან კონიდიუმებით ხდება. სქესობრივი პროცესის საბოლოო პროდუქტია ოოსპორა. პერონოსპორასნაირი სოკოების რამდენიმე ასეული სახეობაა ცნობილი. ბევრი მათგანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიშ დაავადებას იწვევს. მაგ., ყველგან გავრცელებულ კარტოფილის ფიტოფტოროზს იწვევს Phytophthora infestans; თამბაქოს ჭრაქს — Peronospora tabacina, ვაზის ჭრაქს — Plasmopara viticola და სხვა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქსე, ტ. 7, გვ. 33, თბ., 1984
სტატიის