პელომედუზისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პელომედუზისებრნი
Pelomedusa subrufa
აფრიკული პელომედუზა (Pelomedusa subrufa)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
რიგი:  კუები
ქვერიგი:  გვერდკისერა კუები
ოჯახი:  პელომედუზისებრნი
ლათინური სახელი
Pelomedusidae (Cope, 1868)

პელომედუზისებრნი (ლათ. Pelomedusidae) — ქვეწარმავალთა ოჯახი გვერდკისერა კუსნაირთა რიგისა. აქვთ შედარებით მოკლე კისერი, რომელიც შეიძლება თავთან ერთად შეიმალოს ჯავშნის ქვეშ, გვერდზე. გავრცელებული არიან აფრიკაში, კუნძულ მადაგასკარზე, სეიშელისა და მასკარენის კუნძულებზე, სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობენ ტბებსა და მდინარეებში. ოჯახში 2 გვარის 18 სახეობაა.[1] ყველაზე დიდია არაუ ანუ ტარტარუგა (Podocnemys expanda) — ბინადრობს სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში, მისი ჯავშნის სიგრძე 77 სმ აღწევს. იკვებება ძირითადად ჩამოცვენილი ნაყოფით. დებს 80-200 კვერცხს. იყენებენ საკვებად; პელომედუზისებრთა კვერცხისგან ადნობენ ცხიმს. ამჟამად თითქმის განადგურებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]