პარაგვაის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პარაგვაის საგარეო პოლიტიკა კონცენტრირებულია მეზობლებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაზე; იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს რეგიონულ თანამშრომლობაში. ქვეყანა გაეროს წევრია და ერთი ვადით, 1967-1969 წლებში ის უშიშროების საბჭოს წევრიც იყო. პარაგვაი რამდენიმე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციის წევრობას ინარჩუნებს, მათ შორის მსოფლიო ბანკის, შიდა ამერიკული განვითარების ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის. იგი აგრეთვე გაერთიანებულია ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, ლათინური ამერიკის ინტეგრაციის ასოციაციაში (ALADI), რიოს ჯგუფში, ინტერპოლში, მერკოსურსა და სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირში.

პოლიტიკურ დონეზე, დიპლომატიურ საკითხებსა და საერთაშორისო ურთიერთობებს პარაგვაის საგარეო ურთიერთობათა სამინისტრო წარმართავს, რომელიც ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს წინაშეა ანგარიშვალდებული. ამჟამინდელი მინისტრი, 2011 წლიდან არის ხორხე ლარა კასტრო.[1]

სხვა სამხრეთამერიკული ქვეყნებისგან განსხვავებით, პარაგვაი აღიარებს ჩინეთის რესპუბლიკას (ტაივანს) და არა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. დღეისათვის, პარაგვაი უმსხვილესი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთის რესპუბლიკასთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ministry of Foreign Affairs (in Spanish only). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-11. ციტირების თარიღი: 2007-08-11.