პაპირი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პაპირი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Caperus papyrus | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
პაპირი, პაპირუსი (ლათ. Caperus papyrus), მრავალწლოვანი მცენარე ისლისებრთა ოჯახისა. 5 მ-მდე სიმაღლის სამწახნაგოვანი ღერო და ვიწრო, გრძელი ფესვთანური ფოთლები აქვს. ქოლგისებრ ტ+ყვავილედში თავმოყრილია 6-16-ყვავილიანი თავტუნები. იზრდება ტროპიკულ აფრიკაში, მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ქმნის შალდამებს. ძველად კულტივირებული იყო ეგვიპტეში, პალესტინასა და სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. პაპირის ღეროს ხმარობდნენ საწერი მასალის — პაპირუსის დასამზადებლად, საჭმელად, ამზადებდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჭილოფებს. დეკორატიულ მცენარედ აშენებენ ბაღებში, პარკებსა და ორანჟერეებში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 7, გვ. 669. თბ., 1984