პალატა №6

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პალატა №6
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1892
გამოცემულია 1892

პალატა №6 (რუს. Палата № 6; თანამედროვეების მიერ სახელწოდება იკითხებოდა, როგორც „მეექვსე ნომერი პალატა“[1]) — ანტონ ჩეხოვის მოთხრობა. პირველად 1892 წელს ჟურნალ „Русская мысль“-ში გამოქვეყნდა[2].

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანდრეი ეფიმიჩ რაგინი — ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმი;
  • ივან დმიტრიჩ გრომოვი — 33 წლის პაციენტი, ყოფილი სასამართლოს ზედამხედველი და გუბერნიის მდივანი, დაავადებულია დევნის ბოდვით;
  • ევგენი ფიოდოროვიჩ ხობოტოვი — მაზრის ექიმი, ახალგაზრდა კაცი, სამაზრო ერობის მიერ სამუშაოდ გაგზავნილი საავადმყოფოში;
  • მიხეილ ავერიანიჩი — ზრდასრული ფოსტის უფროსი, გაღარიბებული მდიდარი მემამულე;
  • სერგეი სერგეიჩი — ფერშალი, ქალაქში გააჩნია საექიმო პრაქტიკა;
  • ნიკიტა — დარაჯი, მოხუცი გადამდგარი ჯარისკაცი;
  • სემიონ ლაზარიჩი — დალაქი, დადის საავადმყოფოში პაციენტებისთვის თმის შესაჭრელად (ჩვეულებრივ ნასვამი);
  • მოისეიკა — პაციენტი, ებრაელი, სულელი, შეშლილი;
  • დარიუშკა — ანდრეი ეფიმიჩის მზარეული.

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამოთქმა „პალატა № 6“ საზოგადო სახელი გახდა რუსულ ენაში. ამგვარად აღნიშნავენ რაიმე არანორმალურს.
  • დუეტმა ივასიმ 1996 წელს დაწერა სიმღერა „Ума палата номер шесть“[3].
  • პოეტსა და მუსიკოსს ალექსანდრე ბაშლაჩიოვს აქვს სიმღერა „პალატა № 6“
  • სახელწოდებას „პალატა № 6“ ატარებდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდი უჟგოროდიდან, სადაც თავისი შემოქმედება მომავალმა მომღერალმა Ёлка-მ დაიწყო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ирина Левонтина «Какого рода слово кофе — интересный вопрос» // Афиша Daily, 12 января 2016
  2. ანტონ ჩეხოვი, პალატა №6 // Русская мысль, მოსკოვი, 1892, № 11, გვ. 76—123.
  3. Дуэт Иваси. «Ума палата номер шесть»