პავლოვსკის მეგობრობის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავლოვსკის მეგობრობის ტაძარი
Храм Дружбы
კოორდინატები 59°41′18″N 30°27′21″E / 59.6882° ჩ. გ. 30.4558° ა. გ. / 59.6882; 30.4558
მდებარეობა პავლოვსკის პარკი, სანქტ-პეტერბურგი
არქიტექტორი ჩარლზ კამერონი
თარიღდება 1781-1784
მდგომარეობა კარგი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810339069

პავლოვსკის მეგობრობის ტაძარი (რუს. Храм Дружбы) — ანტიკურად სტილიზებული პავილიონი-როტონდა პავლოვსკის პარკის ტერიტორიაზე, სანქტ-პეტერბურგი. აგებულია მდინარე სლავიანკის კლაკნილში 1781-1784 წლებში არქიტექტორ ჩარლზ კამერონის პროექტის მიხედვით. ტაძარი აგებულია როგორც საჩუქარი თავად პავლე პეტრეს ძისა და მისი ცოლის მარიას მიერ ეკატერინე II-სადმი.

თექვსმეტი თეთრი დაღარული დორიული კოლონა გარს აკრავს როტონდას, რომელიც ოხრით არის შეღებილი. სახურავი თეთრია, კარები მუხისგანაა დამზადებული და ბრინჯაოს ფერადაა შეღებილი. კედლების ზედა ნაწილში გამოსახულია სკულპტურული მედალიონები. კედლის ზედა ნიშები მორთულია მოდელირებული ორნამენტებით.

ეკატერინე II-სადმი ტაძრის მიძღვნის აღსანიშნავად, ერთ-ერთ ნიშში მდებარეობს იმპერატორის თაბაშირის ქანდაკება, რომელიც წარმოდგენილია ცერერას სახით. ქანდაკება არის იაკობ რაშეტის 1789 წლის ნამუშევრის კოპიო, რომელიც აღმართულია ცარსკოე-სელოში.

შესასვლელის თავზე არის წარწერა: „პავლოვსკის პირველი მფლობელების სიყვარული, თაყვანისცემა და ერთგულება ეძღვება მათ ვინც ეს მიწა გადასცა მათ.“ ტაძრის სარძიკვლის ჩაყრის ცერემონიალს ესწრებოდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი იოზეფ II.

სავარაუდოდ თავდაპირველად ტაძარი გამოიყენებოდა კამერული კონცერტების გამართვის ადგილად.

განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება ნაგებობა მდინარე სლავიანკის მხრიდან, რომელსაც ამშვენებს შენობის ფონზე ლამაზად გაშლილი კორომები. ზაფხულის პერიოდში პავილიონში იხსნება პავლოვსკის მუზეუმ-ნაკრძალის ფონდების ქანდაკებების დროებითი გამოფენები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Беланина В. А. Павловский парк. Гос. музей-заповедник «Павловск». — Л.: Лениздат, 1988.
  • Зеленова А. И. Павловский парк. — Л.: Лениздат, 1986.
  • Конашевич В. М. Павловский парк. — Л.: Лениздат, 1925.
  • Кучумов А. М. Павловск. Дворец и парк. — Л.: Лениздат, 1976.
  • Масси С. Павловск. Жизнь русского дворца. — СПб., 1993.
  • Несин В., Сауткина Г. Павловск Императорский и Великокняжеский 1777—1917. — СПб., 1996.
  • Талепоровский В. Н. Павловский парк. — Пг., 1923.
  • Талепоровский В. Н. Павловский парк. — СПб.: Коло, 2010.
  • Третьяков Н. С. Павловск. Дворец и парк. ГМЗ «Павловск». — СПб.: «Арт-Палас», 2005.
  • Шварц В. Павловск. Дворцово-парковый ансамбль 18—19 веков. — Л.: Искусство, 1980.