ოძაკი კოიო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოძაკი კოიო

ოძაკი კოიო (იაპ. 尾崎 紅葉, ნამდვილი სახელია ტოკუტარო) (დ. 10 იანვარი, 1868, ტოკიო— გ. 30 ოქტომბერი, 1903, იქვე), იაპონელი მწერალი. მწერალ იამადა ბიმიოსთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ლიტერატურულ საზოგადოებას "სატუშის მეგობარი" (1888), რომლის იდეურ-შემოქმედებითი პოზიცია ძველი ლიტერატურის ტრადიციებთანაა დაკავშირებული. ავტორია რომანებისა "ორი მონაზენის სასიყვარულო აღსარება" (1889), "სურნელოვანი სასთუმალი" (1890), "ორი ცოლი", "ოქროს დემონი" (1897), პირველი ფსიქოლოგიური რომანისა იაპონურ ლიტერატურაში - "ბევრი გრძნობა, ბევრი სიმწარე" (1896).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 625, თბ., 1984