ოყურეშის უსახელოური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოყურეშის უსახელოურიადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინო.

„ოყურეშის უსახელოური“ წითელი ღვინოა, რომელიც შაქრიანობის მიხედვით შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი.

მისი ორგანოლეპტიკური და ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ფერი – მუქი ალუბლისფერი;
  • არომატი და გემო – კურკოვანი წითელი ხილის (ქლიავის) და წითელი მოცხარის ტონები, გემოზე სავსე, ხალისიანი მჟავიანობით და დამრგვალებული, კარგად დაბალანსებული ტანინებით;
  • ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა მშრალი ღვინისთვის არ უნდა იყოს 13,5%-ზე

ნაკლები, ხოლო ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისთვის – 11,0 %-ზე ნაკლები; შაქრიანობა მშრალ ღვინოში არ უნდა აღემატებოდეს 4 გ/ლ-ს, ნახევრად მშრალ ღვინოში უნდა იყოს 4-დან – 18 გ/ლ-მდე, ხოლო ნახევრად ტკბილ ღვინოში – 18-დან 45 გ/ლ-მდე;

  • ტიტრული მჟავიანობა არ უნდა იყოს 5 გ/ლ-ზე ნაკლები;
  • აქროლადი მჟავიანობა არ უნდა აღემატებოდეს 1.2 გ/ლ-ს;
  • გოგირდის დიოქსიდის საერთო მასური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 150.0 მგ/ლ-ს

მშრალ ღვინოში და 200.0 მგ/ლ-ს ნახევრად მშრალსა და ნახევრად ტკბილ ღვინოებში;

  • უშაქრო ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 22 გ/ლ-ზე ნაკლები.

წარმოების გეოგრაფიული ადგილი და ზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ოყურეშის უსახელოურის“ მიკროზონა მდებარეობს რაჭა–ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტში. მიკროზონა მოიცავს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ფერდობებზე შეფენილ სოფლებს: ზუბს, ისუნდერს, ოყურეშს, ოფიტარას, ლაძგვერიას და მახურას ზღვის დონიდან 350–650 მ სიმაღლეზე. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით მდინარე ცხენისწყლის ტერიტორია დაცულია ხვამლის მთის მასივით, ხოლო დასავლეთიდან ხეობას იცავს ასხის მთა. „ოყურეშის უსახელოურის“ მიკროზონის საზღვარი სოფელ ოყურეშის სამხრეთით მდინარე ცხენისწყლისა და ლაშკოდიის შესართავიდან მიუყვება ჯერ აღმოსავლეთით, შემდეგ ჩრდილოეთით ზედა და ქვედა ოყურეშის გამყოფ ზოლს ზღვის დონიდან 650 მეტრ სიმაღლის ნიშნულზე, შემდეგ უხვევს ჩრდილოაღმოსავლეთ ცხაკურის ტერიტორიაზე და 650 მეტრ სიმაღლეზე უერთდება ზუბი-ხვამლის გზას, რის შემდეგაც მიუყვება გზას ჯერ ჩრდილოეთით, შემდეგ ჩრდილო-დასაველეთით ცხენისწყლის ხიდამდე და შემდეგ კი ჩრდილოეთის მიმართულებით მდინარე ცხენისწყალს მდინარე კვერეშულას შესართავამდე. შემდეგ საზღვარი გრძელდება მდინარე კვერეშულას დასავლეთის მიმართულებით 650 მეტრ ნიშნულამდე, აქედან საზღვარი უხვევს სამხრეთის მიმართულებით და გადის სოფელ ზუბის, ისუნდერის, მახურის და ლაძგვერიას ტერიტორიებზე, 650 მეტრის სიმაღლის ნიშნულზე. შემდეგ საზღვარი უხვევს აღმოსავლეთით მდინარე ცხენისწყალსა და მდ. ჭეულას შესართავამდე, შემდეგ მიუყვება მდინარე ჭეულას აღმოსავლეთის მიმართულებით 650 მ ნიშნულამდე, შემოუვლის სოფელ ოფიტარას აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან 650 მ სიმაღლეზე და მიდის მდინარე ცხენისწყალამდე, შემდეგ მიუყვება მდინარე ცხენისწყალს ჩრდილოეთის მიმართულებით მდინარე ლაშკოდიას შესართავამდე.

ვაზის ჯიშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოყურეშის უსახელოური შეიძლება დამზადდეს მხოლოდ მიკროზონაში მოწეული უსახელოურის ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

ვენახის გაშენება, სხვლა-ფორმირება და მოვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოყურეშის უსახელოური მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისაგან. ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 23,0 %.

ყურძნის ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ხის ან პლასტმასის ყუთებით, უჟანგი ფოლადისაგან დამზადებული ან სპეციალური საღებავით შეღებილი ძარებით; დაუშვებელია ყურძნის ტრანსპორტირებისას პოლიეთილენის პარკების და/ან ტომრების გამოყენება; ტრანსპორტირებისას ყურძენი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული შესაძლო დაბინძურებისაგან.

ყურძნის მოსავალი და ღვინის გამოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურძნის მოსავალი 1 ჰექტარ ვენახზე არ უნდა აღემატებოდეს 6 ტონას. ღვინის გამოსავალი არ უნდა აღემატებოდეს:

  • 650 ლიტრს – ერთი ტონა ყურძნიდან;
  • 3900 ლიტრს – ერთი ჰა ვენახიდან.

ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ჩამოსხმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვინის „ოყურეშის უსახელოური“ წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ ამ მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან.

„ოყურეშის უსახელოური“ მზადდება დურდოს სრული ან არასრული ალკოჰოლური დუღილის გზით. „ოყურეშის უსახელოურის“ წარმოებისას დასაშვებია მხოლოდ იმ ოპერაციების, მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც ნებადართულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის № 524 ტექნიკური რეგლამენტით „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება დასაშვებია მხოლოდ რეგიონის ფარგლებში, ხოლო ბოთლებში ჩამოსხმა – ამ ზონის ფარგლებს გარეთაც, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ყურძნის გატანა ოყურეშის უსახელოურის მიკროზონიდან რეგიონის ფარგლებში გადასამუშავებლად და ღვინის გატანა რეგიონიდან ჩამოსასხმელად დასაშვებია მხოლოდ მკაცრი აღრიცხვისა და კონტროლის პირობებში. ოყურეშის უსახელოურის სამომხმარებლო ბაზარზე გატანა დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.

კავშირი ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ოყურეშის უსახელოურის“ მიკროზონა წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც ყოველი მხრიდან შემოფარგლულია კლდოვანი ქედებით, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს, რომელიც ხასიათდება ნოტიო კლიმატით, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 1900–2000 საათია. ჰაერის წლიური საშუალო ტემპერატურაა 14,2°C,

ყველაზე თბილი თვის (აგვისტო) საშუალო ტემპერატურა – 22,2°C, ხოლო ყველაზე ცივი თვის (იანვარი) კი არ არის +0,5°C- ზე ნაკლები. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა მიკროზონაში 181 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი საშუალოდ 3500-დან – 3700°C-ს აღწევს. მოსული ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 1095 მმ-ს უდრის. გრანულომეტრული შედგენილობის მიხედვით მიეკუთვნებიან მძიმე თიხნარებს და მსუბუქი თიხებს. ნიადაგები სხვადასხვა ხარისხით ხირხატიანია, ამასთან მაღალი ხირახატიანობით ხასიათდებიან კირქვებზე განვითარებული ნიადაგები, ხოლო მცირედხირხატიანი და უხირხატო ნიადაგები გვხვდება უმეტესად მერგელებზე. მიკროზონაში ვენახების სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიცია, ნალექებთან დაბალანსებული მზიანი დღეების დიდი რაოდენობა, ივლისისა და აგვისტოს მაღალი ტემპერატურა, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში ცხელი დღეები და გრილი ღამეები ხელს უწყობენ ყურძენში შაქრების კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას, რაც ძალზედ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ამ ტიპის ღვინის წარმოებისათვის (ყურძენი იკრიფება არანაკლებ 23% შაქრიანობის პირობებში).

ნიადაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველივე აღნიშნული თიხნარ და ხირხატიან ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებთან კომბინაციაში განაპირობებს ყურძნის საუკეთესო დამწიფებას, მჟავიანობის და შაქრიანობის ბალანსითა და პოლიფენოლების დაგროვებით. ანტოციანები, პოლიფენოლები და შაქარი ღვინოს ანიჭებენ დაბალანსებულობასა და კომპლექსურობას.

ლეჩხუმი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონად საქართველოში. ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ მეურნეობის ეს დარგები ძველთაგანვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ მხარის ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამაზე მიუთითაბს ვაზის ადგილობრივი ჯიშების მრავალფე-როვნება და, აგრეთვე, მეღვინეობის იმ პროდუქტთა სიმრავლე, რომლებსაც აქაური მაცხოვრებლები ამზადებდნენ სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.

ადამიანური ფაქტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ქართველი მეცნიერები – ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი და დიმიტრი ტაბიძე – 1960 წლის საქართველოს ამპელოგრაფიაში ადასტურებენ დიდი ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უსახელოური კულტურულ ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივი კერიდან არის წარმოშობილი, ხოლო მისი სახელი წარმოშობილია ლეჩხუმში მდინარე ლაჯანურის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სოფელ უსახელოდან.

უსახელოურის, ამ შესანიშნავი ნახევრად ტკბილი ღვინის, სამრეწველო მასშტაბით წარმოება შესაძლებელი გახდა 1942 წლის ცნობილი მოვლენების და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების წარმოების ტექნოლოგიის შემუშავებისა და დანერგვის შედეგ. ღვონო „უსახელოურს“ XX საუკუნის მეორე ნახევარში სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე მიღებული აქვს 5 ჯილდო, მათ შორის, 2 ოქროს მედალი.

სანედლეულო ბაზის სიმცირე და ღვინის დიდი პოპულარობა განაპირობებს მის გამორჩეულად მაღალ საბაზრო ღირებულებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]