ოქტომბრის საწნახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქტომბრის საწნახელიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდინარე მერისის ხეობაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში.

იგი რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 3 კმ­-ით. საწნახელი ქვაში ნაკვეთია. საამისოდ შეურჩევიათ მოზრდილი ბუნებრივი ქვის მასივი, ზომებია: სიგრძე­ 3,5 მ. სიგანე­ - 2,3 მ. ქვაში ამოკვეთილი საწნახელის ზომებია: სიგრძე ­2,3 მ. სიგანე­ 1,15 მ. სიმაღლე სხვადასხვაა. აღმოსავლეთ კუთხეში 1 მ­ია. დასავლეთით ­0,80 სმ. ჩრდილოეთით ­90 სმ. სამხრეთით 70 სმ. საწნახელის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დატანილია წვენის სადინარი, რომლის დიამეტრია 20X15 სმ. საწნახელს ჩრდილო­-აღმოსავლეთ და სამხრეთ­-დასავლეთ ზედა კუთხეში დატანილი აქვს წრიული ფორმის ფოსოები ხის ძელებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 2016, გვ., 116