ოქსინო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქსინოსააქციო საზოგადოება თბილისში, ჩამოყალიბდა 1993 წელს საწარმოო გაერთიანების „ოქსინოს“ ბაზაზე.

1959 წელს შეიქმნა თბილისის პირველი ტრიკოტაჟის ფაბრიკა, რომელსაც 1986 წლიდან ეწოდა საწარმოო გაერთიანება „ოქსინო“. „ოქსინო“ აღჭურვილი იყო თანამედროვე ტიპის სხვადასხვა კლასის საქსოვი და სამკერვალო მანქანა-დანადგარებით; იყენებდნენ როგორც ნატურალურ, ისე ხელოვნური ბოჭკოს ძაფებს. საწარმო ამზადებდა ბავშვისა და მოზრდილთა ზედა ტრიკოტაჟის ნაწარმს.

„ოქსინო“ დაკომპლექტებული იყო მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნოლოგიური პერსონალით და მხატვარ-მოდელიორებით. „ოქსინო“ მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრობასა და გამოფენაზე. საწარმოს ნაწარმი იგზავნებოდა საფრანგეთში, დანიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, გერმანიაში, რუსეთსა და შუა აზიის ქვეყნებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 726

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]