ოქროს რვეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ოქროს რვეული“
ავტორი დორის ლესინგი
ენა ინგლისური ენა
გამომცემელი Michael Joseph
გამოცემის თარიღი 1962

ოქროს რვეული (ინგლ. Golden Notebook) — ბრიტანელი მწერლის, დორის ლესინგის, 1962 წლის რომანი. ნაწარმოები შეიცავს ანტისაომარ და ანტისტალინისტურ მესიჯებს; კომუნიზმისა და ინგლისის კომუნისტური პარტიის ვრცელ ანალიზსს; და სექსუალური რევოლუციისა და ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობების კვლევას.

2005 წელს „ოქროს რვეული“ შევიდა ჟურნალი ტაიმის სიაში „100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანი 1923 წლიდან“.[1]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანის პროტაგონისტია მწერალი ანა ვულფი, იგი ჩანაწერებს აკეთებს ოთხ რვეულში, ყველაფრის შემაჯამებელი კი მეხუთე, ოქროს რვეული უნდა გახდეს. შავ რვეულში იგი აღწერს თავის გამოცდილებას სამხრეთ როდეზიაში მეორე მსოფლიო ომამდე და მის განმავლობაში, წითელ რვეულში – კომუნისტურ პარტიაში მიღებულ გამოცდილებას; ყვითელში – თავისი სასიყვარულო ურთიერთობის მტკივნეულ დასასრულს; ხოლო ლურჯ რვეული მის მოგონებებს, ოცნებებსა და ემოციურ ცხოვრებას ეთმობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]