ოქროსფერი კვირიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მწვანე კვირიონი
Merops apiaster

კვირიონი (Merops apiaster)

ადვილად განირჩევა სხვა ფრინველებისაგან ნაირფერი ბუმბულის საფარველით. კეფა, თხემი, ფრთის ზედა მფარავები და ზურგი წაბლისფერი აქვს. მოლურჯო სხეულის ქვედა ნაწილის ფონზე თვალშისაცემია კაშკაშა ყვითელი ყელი. ნისკარტი და თვალზე გამავალი ზოლი შავია.

იკვებება მწერებით, რომელსაც ჰაერში იჭერს. ბინადრობს კოლონიურად ხევებით დასერილ გაშლილ ადგილებში, სადაც სოროს თიხიან კედლებში თხრის.

საქართველოში მობუდარია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • "აღმოსავლეთ საქართველოს ფრინველები-საველე სარკვევი". NACRES, 2004, თბილისი.