ოსტაპ ვიშნია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუბენკო პავლე მიხაილის ძე (Павло Михайлович Губенко)

Остап Вишня
დაბ. თარიღი 13/12/1889
დაბ. ადგილი ხუტორი ჩეჩვა, პოლტავის გუბერნიაში, გრუნის ახლოს
გარდ. თარიღი 28 სექტემბერი 1956
გარდ. ადგილი კიევი
ფსევდონიმი ოსტაპ ვიშნია
საქმიანობა პროზაიკოსი
ეროვნება უკრაინელი
პერიოდი საბჭოთა
ჟანრი თხრობა, იუმორესკა
მიმდინარეობა სატირა
Magnum opus ჩემი ბიოგრაფია - "Моя автобіографія"

ოსტაპ ვიშნია (დ. 13 დეკემბერი 1889 — გ. 28 სექტემბერი, 1956, კიევი) — უკრაინელი მწერალი, იუმორისტი და სატირიკოსი. ნამდვილი სახელი და გვარი — პავლე გუბენკო.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ხუტორ ჩეჩვაში გრუნის მახლობლად, პოლტავის გუბერნიაში, (ეხლა ოხტირის რაიონი სუმის ოლქში) მრავალშვილიან სოფლის ოჯახში (17 შვილი). ზინკოვის დაწყებითი და შემდეგ 2 კლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ , გააგრძელა კიევის სამხედრო-საფელდშერო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ (1907) მუშაობდა ფელდშერად  — თავიდან არმიაში, ხოლო შემდეგ  — სამხრეთ-დასავლეთის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში. როგორც იგონებდა მწერალი, თვითონ არც ფიქრობდა მედიცინას გაჰყოლოდა — საავადმყოფაში მუშაობისას, თვითგანათლებას ღებულობდა, გიმნაზიაში ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და 1917 წ. ჩააბარა კიევის უნივერსიტეტში; მალე მიატოვა სწავლა მთლიანად მიეცა ჟურნალისტიკას და ლიტერატურულ საქმიანობას. ამავე წელს (1919) მომავალი მწერალი ტყვედ ჩავარდა ბოლშევიკებთან უკრაინუ არმიასთან ერთად, მძიმედ იყო ავად ტიფით. იმ პერიოდში იყო უკრაინის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამინისტროს სამედიცინო-სანიტარული სამმართველოს უფროსი. მის განკარგულებაშია ყველა რკინიგზის ჰოსპიტალი, სადაც იწვნენ უკრაინის გალიცინური არმიის კაზაკები და უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მეომრები. პეტლურას მთავრობის მაღალჩინოსანი გუბენკო იყო 1921 წ-მდე ხარკოვში დაპატიმრებული.

გუბენკო "რეანიმირებულ" იქნა თვით სკრიპნიკის მიერ, რომელიც კითხულობდა მის იუმორესკებს. ოსტაპ ვისჰნის პირველი ნაწარმოები "დენიკინის დემოკრატიული რეფორმები" გამოქვეყნებულ იქნა  — პ. გრინევსკის ხელმოწერით კამენეც-პოდოლსკში გაზეთ "ხალხის ნებაში" («Народна воля») 2 დეკემბერი 1919. ფსევდონიმი ოსტაპ ვიშნია პირველად გაჩნდა 22 ივლისს 1921 წელს, "სოფლის პრავდაში" («Селянській правді») 1933 წელს იუმორისტი დაპატიმრებულ იქნა კონტრრევოლუციური მოქმედებისათვის და ტერორიზმისათვის, კერძოდ ამხანაგ პოსტისშევზე ოქტომბრის დემონსტრაციის დროს თავდასხმის ორგანიზაციისათვის და უკანონოდ იქნა რეპრესირებული. ლიტერატურულ საქმიანობას შეძლო დაბრუნებოდა მხოლოდ 1943 წ. ის პატიმართა ყაზარმიდან პირდაპირ გადაისროლეს კიევის მწერლის კაბინეტში. მას თავისი იუმორესკებით უნდა გაექარწყლებინა "ნაციონალისტების" გამოსვლები, მოკოვის მიერ გაწამებული მთელი უკრაინის საყვარელი  — ვიშნია  — იძულებული იქნა დაეცინა და გაექილიკებინა «ბურჟუაზიული ნაციონალისტები» განსაკუთრებით უპა (УПА). ასე რომ 1945—1946 წლებში გამოჩნდა ოსტაპ ვიშნის «დამოუკიდებელი ხვრელი" (Самостійна дірка)  — იუმორისტის ხმა საფლავიდან. «ბურჟუაზიული ნაციონალისტები» და აჯანყებულები მიესამნენ მის ასე ვთქვათ აღდგომას რაც ლბათ მათი დამსახურებაც იყო, მადლობაც გადაუხადეს რათა მან პირველმა მათი არსებობის შესახებ მთელ ქვეყანას შეატყობინა რომ ისინი ისევ არსებობენ და იბრძვიან.[1]

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მიიღო მწერლების სახლში ბინა, სადაც ცხოვრობდა 1952წლამდე. 1955 წ. იქნა რეაბილიტირებული სასამართლოს მიერ. გარდაიცვალა 1956 წლის 28 სექტემბერს.

შემოქმედება[რედაქტირება]

თავის ნაწარმოებებში ოსტაპ ვიშნია ყველაზე უფრო უტევდა მის და მისი თანამემამულეების სისუსტეებს, როგორც გოგოლი ამბობდა «ვისაც არ ძალუძს იცინოს თავის ნაკლოვანებებზე, სჯობს მას საუკუნე არ ეცინოსო». განსაკუთრებით დასცინოდა უკრაინლებს სამოქალაქო ინსტინქტისა და ეროვნული ერთობის სისუსტისთვის, მათი ინერტობისათვის, ყველა იმ ანაქრონიკული გამოვლინებისათვის მათ ფსიქოლოგიასა და აზროვნებაში, რის გამოც ასე ძვირი უჯდებოდა უკრაინას.

ოსტაპ ვიშნიამ მოიხვეჭა უკრაინული სატირისა და იუმორის თვითმყოფადი ხელოვანის სახელი. დაიწყო ახალი ჟანრი  — усмішка რაც თარგმნით ალბათ დაცინვასა და ღიმილს შორისაა.

Усмішка — ეს ფელეტონის და იუმორესკის ნაირსახეობაა. ეს ტერმინი თვითონ ვიშნიამ შემოიღო. ის აგრძელებდა კლასიკოსების (გოგოლის, შევჩენკოს, შჩედრინის, ფრანკას) ტრადიციებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება]