ორთაბალაგანის ჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორთაბალაგანის ჭაკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბერჭილის ქედზე, მდინარე ჟოვეკვარის აუზში, ზღვის დონიდან 2270 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. 15 მ სიღრმის ჭა, ძირში დარბაზული გაფართოებით. გვხვდება ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული მასალა — ლოდები, ღორღი და სხვა. ჰავა სტატიურია. მშრალი. საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966