ორეგონის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორეგონი

ორეგონის ხელშეკრულება – დაიდო 1846 წლის 15 ივნისს, ქალაქ ვაშინგტონში, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის სამეფოს შორის. ხელშეკრულების საფუძველზე დადგინდა საზღვრები ამ ორ სახელმწიფოს შორის. საზღვარი იწყებოდა როკის მთებიდან და სრულდებოდა ხუან დე ლუკას სრუტემდე.

დღეისთვის აქ გადის აშშ-კანადის ოფიციალური საზღვარი.