ოლივერ უოლკოტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლივერ უოლკოტ უმცროსი

ოლივერ უოლკოტ უმცროსი (ინგლ. Oliver Wolcott Jr.) (11 იანვარი, 17601 ივნისი, 1833) - აშშ-ის ხაზინის მდივანი 1795–1800 წლებში, კონექტიკუტის გუბერნატორი 18171827 წწ.

დაიბადა კონექტიკუტში, ქალაქ ლიჩფილდში, 1778 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი.

1795 წელს ის დაინიშნა აშშ–ის ხაზინის მდივნად, ალექსანდრ ჰამილტონის ადგილზე, მაგრამ 1800 წელს გადადგა, რადგან საზოგადოებაში პოპულარული არ იყო და მის მიმართ ცუდი განწყობა სუფევდა. პრესამ ის დაადანაშაულა სახელმწიფო დეპარტამენტის შენობისათვის ცეცლის გახსნაში.

1803–1815 წწ. უოლკოტი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული ქალაქ ნიუ-იორკში, შემდგომში ის დაბრუნდა ლიჩფილდში. 1817 წელს ის აირჩიეს გუბერნატორად, მან 10 წელი დაჰყო ამ პოსტზე. მისი მმართველობის პერიოდში შტატის ეკონომიკა ფეხზე დადგა და განვითარდა.

ოლივერ უოლკოტი გარდაიცვალა ქალაქ ნიუ-იორკში, ის დაკრძალულია ქალაქ ლიჩფილდში.