ოდესის ფერისცვალების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოდესის ფერისცვალების ტაძარი რუსულ დაბომბვამდე.
ტაძარი 2023 წლის 23 ივლისს რუსული დარტყმის შემდეგ.

ოდესის ფერისცვალების ტაძარი (უკრ. Спасо-Преображенський кафедральний собор в Одесі) — მართლმადიდებლური ტაძარი უკრაინის ქალაქ ოდესაში. ტაძარი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) დაქვემდებარებაში იყო. 2023 წლის 23 ივლისს ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდესის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესია ქალაქ ოდესაში 1794 წელს არქიტექტორმა გავრილ ბანულესკუ-ბოდონიმ ააშენა. მშენებლობა გეგმას რამდენიმე წლით ჩამორჩა, რის გამოც ახალი რუსეთის ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა, არმან-ემანუელ დე ვინიერო დუ პლესისმა, ჰერცოგი დე რიშელიემ, შენობის დასასრულებლად იტალიელი არქიტექტორი ფრანჩესკო ფრაპოლი დაიქირავა.[2]

შენობა კომუნისტებმა 1936 წელს დაანგრიეს. მისი აღდგენა 1999 წელს დაიწყო. ახალი შენობა 2003 წელს აკურთხეს. უფლისწულ ვორონცოვისა და მისი მეუღლის ნეშტი საკათედრო ტაძარში ხელახა გადაასვენეს. ვორონცოვის ძეგლი ტაძრის წინ, მოედანზე დაიდგა. ფერისცვალების ეკლესიის ზარები ირეკებოდა ელექტრონული მოწყობილობით, რომელსაც შეეძლო 99 მელოდიის დაკვრა.

2023 წლის 23 ივლისს საკათედრო ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა რუსეთის მიერ სარაკეტო დაბომბვის შემდეგ.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fakty https://fakty.com.ua/ua/proisshestvija/20230723-pid-chas-ataky-krylatymy-raketamy-v-odesi-prolunala-seriya-vybuhiv/. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)
  2. (2001) Commerce in Russian urban culture : 1861–1914. Washington, DC: Woodrow Wilson Center Press [u.a.]. ISBN 0801867509. 
  3. Fakty https://fakty.com.ua/ua/proisshestvija/20230723-pid-chas-ataky-krylatymy-raketamy-v-odesi-prolunala-seriya-vybuhiv/. აკლია ან იგნორირებულია |title= (დახმარება)