ობუხოვკის ფერისცვალების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ობუხოვკის ფერისცვალების ტაძარი
ობუხოვკის ფერისცვალების ტაძარი — რუსეთი
ობუხოვკის ფერისცვალების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ობუხოვკა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი favor.cerkov.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) უცნობია
ხუროთმოძღვრული სტილი ფსევდორუსული
თარიღდება 1861-1864

ობუხოვკის ფერისცვალების ტაძარი (რუს. Преображенский храм) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ ობუხოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1864 წელს ფსევდორუსულ სტილში[1].

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი ობუხოვკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1861 წლის 22 აგვისტოდან. ამ დღეს აკურთხეს მშენებლობის ადგილი. სამშენებლო სამუშაოები, როლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კაზაკები, სწრაფად მიმდინარეობდა და უკვე 1864 წელს უკვე დაასრულეს. 1866 წლის 3 ივლისს ეკლესია აკურთხა იოანე დიკოვმა[2].

1890 წელს ეკლესიის სამხრეთ ნაწილში მიაშენეს საკურთხეველი, რომელიც აკურთხეს ანდრეი კრეტელის სახელზე. ოთხი წლის შემდეგ ჩრდილოეთ ნაწილშიც მიაშენეს საკურთხეველი, რომელიც აკურთხეს მოციქულთასწორების კონსტანტინესა და ელენეს სახელზე[2].

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი მუდმივად ფართოვდებოდა 1910 წლისათვის იგი უკვე ვეღარ იტევდა მრევლს. ადგილობრივმა მრევლმა და სასულიერო პირებმა მიმართეს დონელი კაზაკების სამმართველოს, რათა გაეფართოებინათ ეკლესია და დაეყენებინათ წყლის რადიატორები. 1912 წელს მრევლმა კვალვ მიმართა თხოვნით კაზაკთა სამმართველოს, თუმცა ახლა ითხოვდნენ სამრეკლოს მშენებლობას არქიტექტორ გრიგორ ვასილევის პროექტის მიხედვით. სამშენებლო სამუშაოები დასრულდა სავარაუდოდ 1913 წელს. ზუსტი ცნობები ამის შესახებ არ მოგვეპოვება[2].

1940 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დაეგმა დაეხურა ტაძარი, მაგრამ მრევლამ მოახერხა მისი დაცვა: ადგილობრივმა მოსახლეობამ დააწესა ყოველდღიური მორიგეობა, ეკლესიაში არ უშვებდნენ სოფლის საკრებულოს წარმომადგენლებს. ერთხელ, მორიგი კონფლიქტის დროს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოხუცები და ბავშვები მამა ნიკოლოზთან ერთდ ჩაიკეტნენ ეკლესიაში და კომუნისტებს შემოუთვალეს, თუ ეკლესიას ააფეთქებდნენ, ეს მოუწევდათ მათთან ერთად[3].

ეკლესია ასევე დაიცვეს კიდევ ერთი ანტირელიგიური კამპანიის დროს ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში. პარტიის წამომადენელთა დელეგაციის წევრებს ადგილობრივმა მოსახლეობამ ქვები დაუშინა[3]. ამ თვალსაზრისით, ტაძარი გახდა ერთ-ერთი მცირე იმ ეკლესიათაგანი, სადაც ღვთისმსახურება არასოდეს შეწყვეტილა და რომელიც არ გაუძარცვავთ[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]