ნუტრიასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნუტრიასებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Capromyidae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ნუტრიასებრნი (Capromyidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 20-60 სმ (ყველაზე მოზრდილი სახეობის — ნუტრიისა ზოგჯერ 85 სმ აღწევს); სხეული დაფარული აქვთ უხეში ბეწვით და თივთიკით. საჭრელი კბილები მოზრდილია და დაფარულია ნარინჯისფერი მინანქრით. გავრცელებულია არიან სამხრეთ ამერიკაში. ოჯახში 5 გვარის 11 სახეობაა (მათგან 2 მთლიანად განადგურებულია, ხოლო 1 განადგურების გზაზეა); ყველაზე მეტად ცნობილია ნუტრია და ხუტია.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 489, თბ., 1984 წელი.