ნოტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოტო, ცხვრის ჯგუფი. ბატკნების ნოტოში გაერთიანებულია ერთი ასაკისა და განვითარების მოზარდული. დოლის დროს მაწოვარ ნერბებს და მათ ბატნებს ნოტოებად ყოფენ. რაც უფრო მცირე ასაკოვანია ბატკანი, მით უფრო ნაკლები რაოდენობით აერთიანებენ ნოტოში. 8-10 დღიანი ბატკნების ნოტოში 10-15 ბატკანია თავიანთი დედებიანად. 10-20 დღიანი ბატკნების ნოტოში — 50-80 ბატკანი; 20-30-დღიანი ბატკნების ნოტოში — 120-150 ბატკანი, ხოლო 30 დღეზე უხნესი ბატკნების ნოტოში — 200-250 ბატკანი. დოლის დამთავრებისას სადოლებელი ნერბების ფარაში 34 ნოტოა.

ქართველი მეცხვარეები უფროსი ასაკის ნოტოს უწოდებენ „პირველი ხელის ბატკანს“, საშუალო ასაკისას — „მეორე ხელის ბატკანს“, უმცროსი ასაკისას — „მესამე ხელის ბატკანს“, ბოლოს არის სუსტი ბატკნების ნოტო როდესაც ბარკნების უმეტესი ნაწილი 1 — 1½ თვის გახდება, ყველა ნოტოს ერთ ფარად აერთიანებენ. ნოტოებში გაერთიანებულ ბატკნებს ასაკისა და განვითარების შესაბამისად უვლიან. ბატკნების ნოტოდ დაყოფა პროგრესული მეთოდია და ხელს უწყობს მეტი და უკეთ განვითარებული ბატკნების გამოზრდას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბუჩუკური ა., ქსე, ტ. 7, გვ. 4825, თბ., 1984
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნოტო&oldid=2377971“-დან