თენცინგ ნორგეი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ნორგეი თენცინგი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თენცინგ ნორგეი
Tenzing Norgay.jpg
თენცინგ ნორგეი
დაიბადა 15 მაისი 1914
ქუმბუ, ნეპალი
გარდაიცვალა 9 მაისი 1986
დარჯილინგი, ინდოეთი
ეროვნება ნეპალელი
საქმიანობა მთამსვლელი

თენცინგ ნორგეი (დ. 15 მაისი 1914, ქუმბუ, ნეპალი — გ. 9 მაისი 1986, დარჯილინგი, ინდოეთი) — მთამსვლელი. ეროვნებით შერპა. ინდოეთის მოქალაქე. მუშაობდა მეგზურად, ტვირთმზიდავად, სირდარად, ბევრ ალპინისტურ და კვლევით ექსპედიციაში, სამთო მომზადების ინსტრუქტორად. მონაწილეობდა ევერესტზე 6 ასვლაში. 1938 წელს ტვირთით 8290 მ-მდე ასვლისათვის ალპინისტურმა ჰიმალაის კლუბმა თენცინგს „ვეფხვის“ წოდება მიანიჭა. ჟურნალმა Time-მა თენცინგი XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. 1953 წლის 29 მაისს ედმუნდ ჰილარისთან ერთად პირველი ავიდა ევერესტზე, სადაც 15 წუთი დაჰყო. ევერესტი მათ სამხრეთიდან დაიპყრეს. იყო ალპინიზმის ჰიმალაის ინსტიტუტის საველე მომზადების დირექტორი, 1955 წლიდან კი შერპა ალპინისტების ასოციაციის თავმჯდომარე. თენცინგი დაიბადა ნეპალში, ადგილ ქუმბუში, მოზარდის ასაკში საცხოვრებლად დარჯილინგში წავიდა. არსებობს ალბათობა იმისა, რომ თენცინგი ტიბეტში დაიბადა. დაბადებისას მიიღო სახელი ნამგიალ ვანგდი. შემდეგ, ლამას რჩევით მშობლებმა გადაარქვეს სახელი და დაარქვეს თენცინგ ნორგეი, რაც „ბედნიერ, მდიდარ რელიგიის მიმდევარს“ ნიშნავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა ტვირთმზიდავების ჯგუფის უფროსი. 1963 წელს იმოგზაურა სსრკ-ში, ავიდა იალბუზზე, ეწვია საქართველოს ალპურ კლუბს. სამჯერ იყო დაქორწინებული. დაჯილდოებულია ბრიტანეთის ჯორჯის მედლითა და ნეპალის ვარსკვლავის ორდენით. 1959 წელს ინდოეთის მთავრობამ თენცინგი პადმა ბჰუშანით დააჯილდოვა. მისი სახელობისაა მწვერვალი ჰიმალაიში. გარდაიცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევით 71 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]