ნოვგოროდის რესპუბლიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"დეტინეცი"რუს. «Детинец» (ნოვგოროდის კრემლი)

ნოვგოროდის მიწა (რუს. Новгоро́дская земля́ ან რუს. Земля́ Новгоро́дская) — კიევის რუსეთის (შემდგომში კი მოსკოვის სახელმწიფოს) შემადგენლობაში ერთ–ერთი უდიდესი სახელმწიფო-ტერიტორიული ერთეული, (1708 წლამდე) რომლის ცენტრი ნოვგოროდში იყო. ოქროს ხანის დროს მისი საზღვარი გადიოდა თეთრ ზღვაზე, ხოლო აღმოსავლეთით ურალის მთებზე. დღეისათვის მთლიანად შედის რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოკრუგის ტერიტორიაზე.

ნოვგოროდის ფეოდალური რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა ვეჩე (სახალხო კრება), რომელიც ბოიართა რიგებიდან ირჩევდა მმართველ პირებს („პოსადნიკი“, „ტისიაცკი“) და არქიეპისკოპოსსაც კი (1156 წლამდემდე). დიდი უფლებებით სარგებლობდა არქიეპისკოპოსი, რომელიც განაგებდა ხაზინას, საგარეო საქმეებს, სამართალს და სხვა საკითხებს. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდნენ ვაჭარ-ხელოსნებიც, რომელიც თავისი გაერთიანებები ჰქონდათ. ვეჩე იწვევდა მთავარსაც (მეტწილად ვლადიმირის სამთავროდან), რომელსაც სარდლის მოვალეობა ეკისრებოდა, მაგრამ ომის დაწყებისა და ზავის დადების უფლება მას არ ჰქონდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]