ნოე ადამია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამია.

ნოე პეტრეს ძე ადამია (დ. 21 დეკემბერი, 1917, მათხოჯი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 3 ივლისი, 1942, სევასტოპოლი) — საბჭოთა კავშირის გმირი (1942 წლის 24 ივლისი), მე-7 საზღვაო ქვეითი ბრიგადის ოცეულის მეთაური, სნაიპერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

საშუალო განათლება თბილისში მიიღო. 1938 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში და ჩარიცხეს შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტში. 1940 სწავლობდა ოდესის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ზემდეგად სამხედრო-საზღვაო ფლოტის ნაწილში ქ. სევასტოპოლში. 1941-1942 წლებში ადამიამ განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინა სევასტოპოლის ბრძოლებში. 1942 წლის 16-22 ივნისს მეავტომატეთა მცირე ჯგუფით მოიგერია ათზე მეტი იერიში, გაანადგურა მტრის 200 ჯარისკაცი და მოსპო 2 ტანკი.

ლიტერატურა[რედაქტირება]